პარასკევი, თებერვალი 27, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„თუ რე­ა­ლუ­რად აინ­ტე­რე­სებთ, რა და რო­გორ იყო და არის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც...

„თუ რე­ა­ლუ­რად აინ­ტე­რე­სებთ, რა და რო­გორ იყო და არის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც 2012 წელს მისი ბე­დის გა­და­წყვე­ტა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი, მზად ვარ პირ­და­პირ ეთერ­ში მო­ვუყ­ვე მის თა­ნამ­შრო­მელ­თა იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია დღემ­დე….” – გია ხუ­ხაშ­ვი­ლი

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი “იმე­დის” გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ის ამ­ბობს, მზად არის “იმე­დის” თა­ნამ­შრომ­ლებს მო­უყ­ვეს, რე­ა­ლუ­რად რა და რო­გორ იყო.

“იმე­დი რომ მხნედ არის და თავს წარ­მა­ტე­ბუ­ლად აცხა­დებს, გა­ვი­გე. უბ­რა­ლოდ ერთი კი­თხვა მაქვს – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს კომ­პა­ნია, რომ­ლის ხარ­ჯე­ბი წლი­დან წლამ­დე მი­ნი­მუმ 2-ჯერ მე­ტია მის კო­მერ­ცი­ულ შე­მო­სავ­ლებ­ზე.რო­გორც ამ­ბო­ბენ, თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ვალი აქვს, რო­მელ­საც “რა­ტომ­ღაც” არა­ვინ თხოვს.

ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში, ასე­თი კომ­პა­ნია დიდი ხნის გა­კოტ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და.ცალ­კე თე­მაა, სა­ი­დან და რა წე­სით იფა­რე­ბა ეს დე­ფი­ცი­ტი.

“პირ­ვე­ლი­ვე მო­სახ­ვევ­ში” მე­პატ­რო­ნე გა­ექ­ცათ და ამ­ხე­ლა ტვირ­თი გა­მო­უც­დელ ადა­მი­ა­ნებს აკი­და.ბად­რის სა­ხელს კი ტყუ­ი­ლად ახ­სე­ნე­ბენ, რად­გან მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ისი­ნი მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხაზს ატა­რე­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­აფ­თრე­ბით, რაც თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლებს მათ “და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე”.

თუ რე­ა­ლუ­რად აინ­ტე­რე­სებთ, რა და რო­გორ იყო და არის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც 2012 წელს მისი ბე­დის გა­და­წყვე­ტა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი, მზად ვარ პირ­და­პირ ეთერ­ში მო­ვუყ­ვე მის თა­ნამ­შრო­მელ­თა იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია დღემ­დე….” – წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

  პროდუქტები, რომლებსაც ყველაზე ხშირად აყალბებენ - ეს უნდა იცოდეთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი