სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
ფიზიკური პირი პ. გ. და ინდმეწარმე დ. კ. (მის: ქ. ხაშური სოფ. ოსიაური) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უხეში დარღვევით აწარმოებდნენ, ეგრეთ წოდებულ ყველს. გამოვლენილი დარღვევებისთვის მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) რეგისტრაციისა და აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა. 26 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-14/
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%92-14/
sheniekimi.ge/ambebi
