იაპონიაში, იტიკავას ზოოპარკში მცხოვრები მაკაკა, სახელად პანჩი, სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა. ის ყველგან თან დაატარებს სათამაშო ორანგუტანგს, რომელმაც მას დედა შეუცვალა.
პანჩი 2025 წლის ივნისში დაიბადა. დედამ მასზე უარი დაბადებისთანავე თქვა, რის შემდეგაც პატარა მაკაკაზე ზოოპარკის თანამშრომლებმა დაიწყეს ზრუნვა. პანჩისთვის შფოთვის შესამცირებლად, მომვლელებმა მას ორანგუტანგის რბილი სათამაშო მისცეს. მას შემდეგ პანჩი სათამაშოს არ შორდება – მასთან ჩახუტებულს სძინავს და მთელი დღის განმავლობაში ყველგან თან დააქვს.

იანვრის შუა რიცხვებიდან მომვლელები პანჩს სხვა მაკაკებს აცნობენ. საყვარელი სათამაშო მას ამ შეხვედრებზეც დააქვს, რათა სტრესი შეიმციროს. ვოლიერიდან სათამაშოს გატანის უფლებას კი არავის აძლევს.
ზოოპარკის Instagram-გვერდზე პანჩის ვიდეოები მილიონობით ნახვას აგროვებს. მომხმარებლები პატარა მაიმუნს თანაგრძნობას უცხადებენ: „ამის ნახვისას მინდება ჩავეხუტო“, – წერენ კომენტარებში.
ბოლო მონაცემებით, სხვა მაკაკებმა პანჩი მიიღეს და ის მათთან ერთადაც ატარებს დროს.



