ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო...

კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტი განაგრძობს დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტების აქტიურ შემოწმებას.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა 19 ობიექტში. აქედან, 7 ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიც არის ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე.

· ი/მ მაჯეედ შაკკეერ – კაფე-ბარი რესტორანი (მის: ბერძენიშვილის ქ. N4. ს/კ 305726916), საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი;

· შპს „ალ ბეიქ გრილლს“ – ინდური რესტორანი (მის: ლუბლიანას ქუჩა 19ა, ს/კ 422955902), გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ზედაპირების არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, გამწოვის სისტემის გაუმართაობა, ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა;

· „100 არაბული რესტორანი“ – სწრაფი კვების ობიექტი (მის: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი 27, ს/კ 300451936). ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები-გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა;

· ი/მ იაშპალ შარმა – ინდური რესტორანი (მის: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი 31 ბ, ს/კ 305726275). ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობა – არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა;

· შპს „ტაი ინ თაუნ“ – კაფე-ბარი/რესტორანი, (მის: თბილისი, კოტე აფხაზის 17, ს/კ 404626561). აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები – მღრღნელები ობიექტზე, გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა;

· Fiesta (შპს ,,მდ ენთერფრაისის”) – კაფე-ბარი/რესტორანი (მის: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, გიორგი სააკაძის ქ. N 156, ს/კ 406479591), დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა – ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ეტიკეტირების წესის დარღვევა;

· შპს „სარეია ტრეიდინგი“- მზა კერძების წარმოება-რეალიზაცია (მის: პეტრე ბაგრატიონის ქ. N 33, ს.კ 404596941), აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები – ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.

  კრიტიკული შეუსაბამობები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, კანონმდებლობის შესაბამისად, დააჯარიმეს ბიზნესოპერატორები და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერეს საწარმოო პროცესი.

კანონმდებლობის თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა არის ისეთი ტიპის დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და ჯარიმის გარდა, არსებული მდგომარეობის გამოსწორებამდე საწარმოო პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა აქვს, გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ, სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმართოს. თუ განმეორებითი კონტროლი დაადასტურებს, რომ ობიექტზე აღმოფხვრილია კრიტიკული შეუსაბამობები, სააგენტო ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას ანიჭებს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.