ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარძისა და რძის ნაწარმზე დამატებითი ეტიკეტირების შემოღების საკითხზე რძის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო...

რძისა და რძის ნაწარმზე დამატებითი ეტიკეტირების შემოღების საკითხზე რძის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რძის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებები რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტების დამატებითი ეტიკეტირების შემოღებას ითვალისწინებს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ხელმძღვანელობდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია ადგილობრივი რძის წარმოების წახალისება და საბოლოო მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდა.

„რძის მწარმოებლებთან და გადამმუშავებლებთან შეხვედრაზე განვიხილეთ დამატებითი ეტიკეტირების ინიციატივა. გაიმართა დისკუსია და მოვისმინეთ ინდუსტრიის წარმომადგენელთა მოსაზრებები. ჩვენი მიზანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის მკაფიო ინფორმაციის მიწოდება; ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გადამმუშავებელთა ინტერესებიც სრულად იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა ლაშა ავალიანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებების ამოქმედების ვადებსა და კონკრეტული ნიშანდების საკითხზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ეტიკეტირების საკითხი, რომლის მიხედვითაც თითოეულ პროდუქტზე მკაფიოდ განისაზღვრება, რა ნედლეულისგან არის ის წარმოებული. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დარგის განვითარებისთვის, გაიზრდება მოთხოვნა ნედლ რძეზე, რაც ფერმერებს დამატებით სტიმულს მისცემს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დადებითად აისახება სოფლის ეკონომიკასა და ინვესტიციებზე“, – აღნიშნა რძის მწარმოებელ-გადამმუშავებელი კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ხატიაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სექტორს გააცნეს 2025 წლის სახელმწიფო კონტროლის შედეგები რძისა და რძის ნაწარმის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ 2026 წლისთვის დაგეგმილია ლაბორატორიული კვლევების გაფართოება, გაიზრდება ნიმუშების რაოდენობა და სხვადასხვა პროდუქციის შემოწმება დაახლოებით 150-მდე ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი.

  "ძალიან ბედნიერი ვიყავი ირაკლისთან..." - ნელი ბერაიასა და ირაკლი უჩანეიშვილის სიყვარულის ისტორია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.