სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაამოქმედდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა

ამოქმედდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა

ამოქმედდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა, რომელსაც გარკვეული წინაპირობები გააჩნია, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ და ინვესტორს არ დაელოდონ.

„გვინდა, კიდევ ერთი ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს თბილისელებს, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. პროგრამა ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში – კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ მიუხედავად მერიის ჩართულობისა, დაელოდონ სამშენებლო პროცესს და შესაძლოა, ურჩევნიათ ამ ქონების მალევე გაყიდვა. სწორედ ეს პროგრამა იქნება კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და შესაძლებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ის კრიტერიუმები გააცნო, რომელთა დაცვაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი უნდა იყოს V ან IV კატეგორია; გამოსყიდვაზე თანახმა უნდა იყოს ავარიული საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე; აღნიშნული ავარიული სახლის დემონტაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობებს. თუ იარსებებს ზეგავლენის საფრთხე, მაშინ მერია მზადაა, გამოსყიდვის პროგრამაში ჩართოს მათ შორის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებიც იმავე პირობებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამოსყიდვას დაექვემდებარება საკუთრებაში რეგისტრირებული ყველა ფართი, გარდა კონკრეტული შემთხვევებისა.

„ზოგიერთი ფართის გამოსყიდვა, ცხადია, ვერ მოხდება, მაგალითად: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონება (სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ეზო და სხვა საერთო სარგებლობის ქონება); ავტოფარეხი/ავტოსადგომი (ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის საკუთრებაში თუ მფლობელობაში არსებულ ავტოსადგომებს ვიღებთ და მათ ადგილას ვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეებს); სხვენი და ტერასა, თუ იგი არ არის კეთილმოწყობილი და არ გამოიყენება საცხოვრებლად (თუ სხვენი ან ტერასა კეთილმოწყობილი იქნება და გამოყენებული იქნება საცხოვრებლად, მაგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფართებსაც გამოვისყიდით)“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

  რატომ არის ნაცრისფერი აქტუალური ინტერიერის დიზაინში

თბილისის მერის განმარტებით, ის ფართები, რომლებიც დაექვემდებარება გამოსყიდვას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდება.

„ფართები, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება როგორც საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფართები, რომლებიც არ გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება მათი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. გამოსყიდული ტერიტორიები უკვე მომზადდება საინვესტიციოდ, ისე რომ ქალაქგეგმარებითად იყოს ისტორიული უბნის სპეციფიკასთან თანხვედრაში და მოხდება მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამის გარდა, დედაქალაქში მიმდინარეობს ავარიული საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არსებული პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც, უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში.

„თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე და ყველა ვხედავთ, თუ როგორი გალამაზებული, განახლებულია ორბელიანის მოედანი, გუდიაშვილის მოედანი და სხვა ისტორიული არეალები; შევქმენით ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რასაც ასევე „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, არც ერთი თეთრი არ ეხარჯება ჩვენს თანამოქალაქეებს. მთავარია ამ ავარიული სახლის 100% მესაკუთრეთა თანხმობა; ასევე, გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი. ჩვენ დეველოპერებს ვაძლევთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს, K2 კოეფიციენტის მატება იქნება ეს თუ სხვა პრეფერენციები, რათა მათ უზრუნველყონ ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების ფართებით დაკმაყოფილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.