თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა.
თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
„თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც თავშესაფარი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა. თავშესაფარი პრობლემის მოგვარებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
“დღეს თავშესაფარში მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო (ავტომატმა არ გათიშა)გაჩნდა ხანძარი. დაიწვა მთავარი ელექტრო კარადა. დავრჩით დენის, წყლის და გათბობის გარეშე. საფრთხის ქვეშ დადგნენ ახალი ნაოპერაციები და ავადმყოფი ძაღლები.
მოგმართავთ თხოვნით, დაგვიდექით გვერდში, რომ რაც შეიძლება დროულად აღვადგინოთ ელექტროკარადა და დენის მოწოდება.” – ნათქვამია გავრცელებულ შეტყობინებაში.
ვიდეო: @Tamaz Elizbarashvili


