შაბათი, აპრილი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარა იცვლება ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში - მინისტრის მოადგილე პასუხობს

რა იცვლება ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში – მინისტრის მოადგილე პასუხობს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„საქართველოს პარლამენტში გრძელდება ორივე პაკეტის განხილვა. პირველი პაკეტი ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გულისხმობს 11-კლასიანი სწავლების მოდელის შემოტანას, ხოლო მე-12 კლასი ხდება ნებაყოფლობითი. რაც შეეხება სწავლის ფორმის ნაწილს, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულო ხდება სკოლებში ფორმების ნაწილი, ასევე შეზღუდვა ეხება გარკვეული ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებას მოსწავლეების მიერ კლასებში. მასწავლებლების მიმართ თავისთავად ნებაყოფლობითი ხდება. რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას, ძირითადი ნაწილი ეხება მეორე პაკეტის რეფორმირების ნაწილს. კერძოდ, გულისხმობს წამყვანი მასწავლებლის შემოტანას, ასევე ზუსტდება რეორგანიზაციის საკითხები. უფრო დეტალურად იქნება გაწერილი უმაღლესი სასწავლებლის რეორგანიზაციის მოდელი. ასევე მეცნიერების საკითხში შედის ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომლის მიხედვითაც შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს უფლება ექნებათ დანიშნონ როგორც დირექტორები, ასევე მოვალეობის შემსრულებლები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.

  GCCA-იმ სამედიცინო ესთეტიკური მომსახურების სექტორში დარღვევა დაადგინა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი