„გრემი 2026“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
Bad Bunny ფოტო: Getty Images

ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების 68-ე ცერემონია გაიმართა.

წლის საუკეთესო სიმღერად ბილი აილიშის Wildflower-ი დასახელდა. Bad Bunny-ს Debí Tirar Más Fotos წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს. წლის ჩანაწერის ტიტული კენდრიკ ლამარისა და SZA -ს Luther-მა მიიღო, საუკეთესო ახალი არტისტი კი ოლივია დინი გახდა.

საუკეთესო როკ-შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვეს Yungblud-მა, ნუნო ბეტენკურტმა, ფრენკ ბელომ, ადამ ვეიკმანმა და II-მ, რომლებმაც ოზი ოსბორნის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე მისი ლეგენდარული სიმღერა Changes შეასრულეს.

საუკეთესო რეპ-ალბომი კენდრიკ ლამარის GNX გახდა.

სიმღერა Golden მულტფილმიდან „კეი პოპ დემონებზე მონადირეები“ მედიაკონტენტისთვის შექმნილი საუკეთესო კომპოზიცია გახდა.

გამარჯვებულთა სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „გრემი 2026“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. 3 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გრემი-2026-ის-გამარჯვებულე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi