ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები ვეტერინარულ კლინიკებში

ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები ვეტერინარულ კლინიკებში

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტო­რებ­მა და ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კონ­ტრო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის შე­დე­გად ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კებ­ში კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

„შე­მოწ­მე­ბუ­ლი 20 ობი­ექ­ტი­დან დარ­ღვე­ვე­ბი აღი­ნიშ­ნა 8 ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში: შპს „ახა­ლი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კლი­ნი­კა“, ინდმე­წარ­მე დ. ს., შპს ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კლი­ნი­კა „ვეტ.არტ“, შპს “დტნბ’’, შპს „ზა­რა­ვეტ“, შპს „ვეტ­ცენ­ტრი ზო­ოპ­ლა­ზა“, ინდმე­წარ­მე თ.ძ. (ბი­ო­ნი­კა), შპს „ვეტ. სა­ა­ვად­მყო­ფო“.

ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის არა­სა­თა­ნა­დო სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის გამო საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უ­ჩერ­და 2 კლი­ნი­კას. და­ფიქ­სირ­და ასე­ვე ვაქ­ცი­ნე­ბის შე­ნახ­ვის წე­სის დარ­ღვე­ვა, არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ვა­და­გა­სუ­ლი და უვარ­გი­სად მიჩ­ნე­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბა ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე, რის გა­მოც ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბი და­ჯა­რიმ­დნენ.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო კლი­ნი­კებ­ში, ვე­ტაფ­თი­ა­ქებ­სა და ზო­ო­მა­ღა­ზი­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს უწყვეტ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებს. მიმ­დი­ნა­რე წელს 1500-მდე ვე­ტე­რი­ნა­რულ კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის შე­მოწ­მე­ბაა და­გეგ­მი­ლი.

სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რე­ბელს, ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­კავ­შირ­დეს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზს – 1501. რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ­ცერ­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ დარ­ჩე­ბა“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  183 ათასზე მეტ მოქალაქეს სესხზე შენატანი შეუმცირდება - ვინ გადაიხდის ნაკლებ თანხას?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი