ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარომელ ქალაქებში იქნება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია

რომელ ქალაქებში იქნება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაცია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტი არის ახალი სარეგისტრაციო სისტემის შემოღება პირველკლასელთათვის.

მიქანაძის თქმით, თავდაპირველად, ეს შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს.

„თითოეული რეგიონის დიდ ქალაქს დამატებული ფოთი და თბილისი, ჯამში გამოდის 12 ქალაქი, სადაც პირველ რიგში სწორედ რეგისტრაციის მისამართის მიხედვით მოხდება მოსწავლეთა ჩარიცხვა პირველ კლასში, ხოლო დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე შემდგომში გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია“, – განაცხადა მიქანაძემ.

გივი მიქანაძის შეფასებით, ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რათა დარეგულირდეს გარკვეული საკითხები, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში.

„ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება პირველი შედეგების გაანალიზება, შეჯერება და იმ მიმართულებების კიდევ უფრო დახვეწა, რაც პროცესს უფრო აქტუალურსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. რა თქმა უნდა, ინკლუზიის საკითხები ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ, გასულ წელს მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამინისტროს წიაღში შევქმენით ინკლუზიის დეპარტამენტი, რაც ხაზს უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას და მიდგომას ამ საკითხის მიმართ, მის მნიშვნელობას და აქტუალობას სახელმწიფოსთვის. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, სპეცპედაგოგებთან ერთად გვქონდეს შესაძლებლობა, უფრო მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ახალგაზრდებს, რომელთაც შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ კუთხით ჩვენ ვგეგმავთ, მასწავლებლების, ყველა პედაგოგის გადამზადება მოხდეს შესაბამისი უნარებით, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი იყოს დაწყებითი პედაგოგების გადამზადება იდენტიფიცირების თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმის ფარგლებში დამამთავრებელ კლასებში ვგეგმავთ პროფორიენტაციის კომპონენტის შემოღებას,  რაც გულისხმობს მოსწავლეების ინტერესებიდან, შესაძლებლობიდან, უნარებიდან გამომდინარე მათთვის  რჩევის მიცემას, რას შეძლებენ ისინი, რა მიმართულებით იქნება მიზანშეწონილი მათი შემდგომი განვითარება. ეს იქნება რჩევის დონეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქრდეს, მისი უნარებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, კონკრეტულად რა კუთხით უნდა მოხდეს შემდგომი განვითარება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის განმარტებით, აქცენტი გაკეთდება ასევე პედაგოგების შემდგომ გადამზადებაზე.

„მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობა იმისა, რომ მათი კვალიფიკაცია სრულფასოვნად პასუხობდეს საჭიროებებს, რაც რეფორმით არის გათვალისწინებული. ისევე როგორც ჩვენ დეკემბრის ბოლოს, სასკოლო საზოგადოებასთან და განსაკუთრებით, პედაგოგებთან აქტიური განხილვების შედეგად, მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომელიც სრულიად ახლებურ, ბევრად სამართლიან, და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულ საშუალებებს იძლევა. შესაბამისად, მისი დანერგვის პროცესი უკვე დაწყებულია და ამ რეფორმის უშუალო, შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც ჩვენ გვექნება მსჯელობა, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საჯარო სკოლების დაფინანსების მოდელი, რომელიც მეტად უნდა პასუხობდეს იმ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც თითოეული საჯარო სკოლა დგას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

  გიორგი ფხაკაძის მედიაჰოლდინგი “შენი” - 30M+ ნახვა, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.