კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალირეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და 70 % -ს შეადგენს

რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და 70 % -ს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის შედეგად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ – 2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

„კერძოდ, სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70 % გაიხსნა. ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აღნიშნული დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი. შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. ამასთან, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებში შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები. ნარკოტიკული და ორგანიზებული დანაშაულების გამოვლენის ზრდის და პოლიციის მხრიდან გააქტიურებული ბრძოლის პროპორციულად, 2025 წელს სულ დარეგისტრირდა დანაშაულის 54 134 ფაქტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში +4 158 ფაქტით (+ 8,32%) მომატებულია.

რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა განპირობებულია ნარკოდანაშაულების ფაქტების გამოვლენის, თითქმის, გაორმაგებული მაჩვენებლით. 2025 წელს ნარკოტიკული დანაშაულის 10 475 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც წინა – 2024 წელთან შედარებით გაზრდილია 4 877 ფაქტით (87,12 %-ით). ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკომპრომისო ბრძოლის და გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკის შედეგად, 2025 წელს, ნარკოტიკული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 7 119 პირის მიმართ, აღნიშნული პირებიდან ნარკორეალიზაციაში ჩართული იყო 2 265 პირი (მათ შორის 471-ს ბრალი წარედგინა ნარკოტიკების გასაღების მუხლით). შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ გააქტიურებული ბრძოლის შედეგად, ასევე, ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენაში, როგორიც არის „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულები. საანგარიშო პერიოდში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 228 პირის მიმართ, მათ შორის „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით – 15 პირის მიმართ.

2025 წელს საგამოძიებო უწყებების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გაზრდილია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტების გამოვლენა (+299 ფაქტი, +37,52 %).

  შსს განცხადებას ავრცელებს - არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას

2024 წელთან შედარებით შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა.

განზრახ მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია -11 ფაქტით, ხოლო ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირებული -517 ფაქტით. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები: ბინიდან ქურდობა – შემცირებულია – 43 ფაქტით; ყაჩაღობა – შემცირებულია – 22 ფაქტით; თაღლითობა – შემცირებულია – 333 ფაქტით; გამოძალვა – შემცირებულია -37 ფაქტით.

2025 წელს შემცირებულია კიბერდანაშაულის შემთხვევებიც (-141 ფაქტი). სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირებულია -134 ფაქტით, კლება ფიქსირდება ტრეფიკინგის შემთხვევებთან მიმართებითაც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციული ნაკადების ეფექტიანი მართვა. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დროული გამოვლენა და ქვეყნიდან გაძევება. მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაზე მიუთითებს სტატისტიკური მონაცემები: 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 1311 მოქალაქე; 2024 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე; 2025 წელს ფიქსირდება 261% -ანი ზრდა წინა წელთან შედარებით. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ 2019-2024 წლებში მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან გააძევა 948 უცხოელი, ხოლო 2025 წელს, მხოლოდ ერთ წელიწადში ქვეყნიდან გაძევებული იქნა 1311 უცხოელი, რაც ფაქტობრივად აღემატება ბოლო 6 წლის განმავლობაში გაძევებულ უცხოელთა ჯამურ რაოდენობას. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს.

კერძოდ, 2024 წლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა შეადგენდა 1 870 638-ს, ხოლო 2025 წლის მაჩვენებლით ავტოპარკი გაზრდილია 134 040 ავტოსატრანსპორტო საშუალებით და შეადგენს 2 004 678-ს. აღნიშნული ტენდენციის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს.

სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. ცენტრი მუდმივად ზრუნავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე და მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვაზე. ამ მიზნით, ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ახორციელებს. 2025 წელს საგზაო უსაფრთხოების სისტემა 2024 წელთან შედარებით კიდევ უფრო განვითარდა, შესაბამისად დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაში 8886 ვიდეოკამერაა ჩართული, 2025 წელს საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციების რაოდენობა 658-მდე გაიზარდა, რის საფუძველზეც ქვეყნის მასშტაბით საშუალო სიჩქარე 2 327 კილომეტრ საავტომობილო გზაზე კონტროლდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.