ილია ღუდუშაურს საქალაქო სასამართლომ 500 000 ლარიანი საპატიმრო გირაო დააკისრა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ილია ღუდუშაურს საქალაქო სასამართლომ 500 000 ლარიანი საპატიმრო გირაო დააკისრა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეს ჩამოერთმევა პასპორტი და აეკრძალება საზღვრის გადაკვეთა პროკურორის ნებართვის გარეშე.

პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ილია ღუდუშაურს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების 70 მანქანის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა. გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია, თუმცა, ბრალდებულმა ტენდერი უკანონოდ შეწყვიტა. ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით გამოცხადდა, ის მოარგეს ერთ კონკრეტულ პრეტენდენტს და ღუდუშაურის ნაცნობს. სამინისტრომ ამ კომპანიას, სულ ცოტა, 2 მილიონით მეტი გადაუხადა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ილია ღუდუშაურს საქალაქო სასამართლომ 500 000 ლარიანი საპატიმრო გირაო დააკისრა. 28 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ილია-ღუდუშაურს-საქალაქო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi