სამშაბათი, იანვარი 27, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგიგა ავალიანის დედის მიმართვა: „ცოდეთ, მე ჩემს ყველა ღირსებით შემკულ შვილს ფიცს...

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: „ცოდეთ, მე ჩემს ყველა ღირსებით შემკულ შვილს ფიცს არ გავუტეხ!!! -მე ფიცი კი არა, უბრალოდ, ტუჩს გადმომცდარი სიტყვაც არასდროს გამიტეხავს!!! ჩემი სიტყვა, ჩემი საქმის გარანტი იყო ყოველთვის!!!“

მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას აქვეყნებს.

ეკა კუპატაძე მიმართვასთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან იმ მონაკვეთს აქვეყნებს, სადაც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურანტი არასრულწოვანის ნ.ი.-ს ჯგუფის მოსწავლეები 2025 წლის 29 სექტემბერს ჩატარებულ ბოლო გაკვეთილს იხსენებენ.

„თავს ძალა დავატანე და ვიყურე მკვლელთა მშობლების გამოსვლები.

(მედია საშუალებებს უღრმესი მადლობა, თქვენ დგახართ პროფესიულად მაღალ დონეზე.)
გაოგნებული ვარ!!!
სიმართლე გითხრათ, არც კი მეგონა, თუ ასეთი უღირსი ხალხი არსებობდა, თუნდაც მკვლელთა დედ-მამა!!!
ესენი საშიშნი არიან საზოგადოებისთვის!
ახლა კარგად წაიკითხეთ, უსახურო არსებებო:
დიახ, მე შევუკვეთე სამართალი ჩემს სახელმწიფოს და დიახ, ზურგს მიმაგრებს საქართველოს მოსახლეობა!!!
ვიცი, იცით, მე ჩემს შვილს, როცა მისთვის ამოთხრილი ორმოდან ამოღებულ მიწაზე დადებულ კუბოში გაშოლტილს, ბოლოჯერ ვხედავდი, თან ვერც კი ვცნობდი მის 23 დღიან სიცოცხლისთვის ნაბრძოლ სახეს, მივეცი ფიცი!!!!
მე ფიცი კი არა, უბრალოდ, ტუჩს გადმომცდარი სიტყვაც არასდროს გამიტეხავს!!!
ჩემი სიტყვა, ჩემი საქმის გარანტი იყო ყოველთვის!!!
ჰოდა იცოდეთ, მე ჩემს ყველა ღირსებით შემკულ შვილს ფიცს არ გავუტეხ!!! არასდროს მიღალატია არავისთვის და ჩემს ზრუნვაში გაზრდილ შვილიკოს ვუღალატებ?!
თუ სახელმწიფო, კანონის მთელი სიმკაცრით, ყველა დამნაშავეს პასუხს არ აგებინებს, ერთი ადამიანიც კი, რომ დარჩეს კანონს მიღმა, მე ავიღებ იმ ერთი ადამიანიდან გიგა ავალიანის წილ სისხლს!!!
P.S. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ფილმიდან დავდებ ნაწყვეტს, სადაც საუბრობენ გარყვნილი ნია იმნაძის ჯგუფში მყოფი მოსწავლეები.
P.S.S. მინდა იცოდეთ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დამნაშავეთა რიცხვი დიდია!!!“ -წერს გიგა ავალიანის დედა

24 ოქტიმბერს კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, 26 წლის გიგა ავალიანი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.

  „სტრესი, ფარული დაავადება...“ - ექიმი ასახელებს 6 მიზეზს, რატომ გეყინებათ ფეხები

მასწავლებელი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი