,,ნანი ბრეგვაძის შვილიშვილობა ჩემთვის სტრესი არ ყოფილა…“ – რას ჰყვება ნატალია ქუთათელაძე ბებიაზე

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ქართული ესტრადის ლეგენდარული დივას, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მომღერალი ნატალიკო ქუთათელაძე ,,ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” სტუმარია.

როგორც ნატალიკო ამბობს, მისთვის პატივია ნანის შვილიშვილობა და ყოველ წამს დიდ საჩუქრად მიიჩნევს.

,,მივიღე მუსიკალური განათლება და მივხვდი, რომ ეს ის სფეროა, სადაც უნდა ვიყო. ნანი ბრეგვაძის შვილიშვილობა ჩემთვის სტრესი არ ყოფილა. შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ მე უფრო მეტად პრივილეგირებული ვარ, ვიდრე ვინმე სხვა და ასეც არის.

ეს მე მივიღე, როგორც უდიდესი ბედნიერება და ამისთვის მადლიერი ვარ. ბევრს შეიძლება მოუნდეს ჩემს ადგილზე ყოფნა. სწორად მინდა გაიგოს ხალხმა, მე ამ პრივილეგიას არ ვიყენებ ბოროტად. გამიმართლა იმ გარემოცვაში, რომელშიც ვტრიალებ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ყოველი წამი გააზრებული მაქვს, როგორც დიდი საჩუქარი. არაფერი ტყუილად არ ხდება და რაც ხდება, ესე იგი ასე უნდა მომხდარიყო. წაგებებმა და შეცდომებმა ძალიან გამზარდა, უნდა დაფიქრდე, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ, იწყებ ძიებას და ეს პროცესი გზრდის!”, – საუბრობს ნატალიკო ქუთათელაძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ,,ნანი ბრეგვაძის შვილიშვილობა ჩემთვის სტრესი არ ყოფილა…“ – რას ჰყვება ნატალია ქუთათელაძე ბებიაზე. 11 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ნანი-ბრეგვაძის-შვილიშვი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi