ორშაბათი, იანვარი 26, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, ფაქტურები და ინვოისები- „რითეილ ასოციაცია“: სუს-ის ანტიკორუფციულმა...

ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, ფაქტურები და ინვოისები- „რითეილ ასოციაცია“: სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა დოკუმენტაცია. პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების დაცვით

„რითეილ ასოციაცია“, რომელიც მსხვილი ჰიპერმარკეტების მფლობელ კომპანიებს აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს.

საუბარია სუს-ის მიერ ასოციაციის წევრი კომპანიების დოკუმენტაციის გამოთხოვაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაციის ყველა წევრი კომპანია საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს.

„განვმარტავთ, რომ დღეს, 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი გაჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.

ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.

გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, – აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

რითეილ ასოციაცია აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

დეილი ჯგუფი (სპარი, დეილი, მაგნიტი, კალათა, იოლი, გვირილა)
ნიკორა თრეიდი (ნიკორა და ლიბრე)
კარფური
აგროჰაბი
გუდვილი
ზღაპარი
უნივერსამი
სმარტი
ვეი მარტი
გალფ სთორი

  რამდენ ლარად შეიძენთ ერთ აშშ დოლარს და ევროს 22 იანვარს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი