საქართველოს თავდაცვის მინისტრს კატარის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კატარის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა ორმხრივი კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ დადებითი დინამიკა, რაც საქართველოსა და კატარის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარების კუთხით არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

განაგრძეთ კითხვა

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საქართველოს თავდაცვის მინისტრს კატარის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა. 20 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-თავდაცვის-მ-4/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi