ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამარცვლებთან ერთად, მოხალულ ბარდას იყენებდა - საქმიანობა შეუჩერდა საწარმოს, რომელიც ყავაში მოხალულ...

მარცვლებთან ერთად, მოხალულ ბარდას იყენებდა – საქმიანობა შეუჩერდა საწარმოს, რომელიც ყავაში მოხალულ ბარდას ურევდა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო საქმიანობა შეუჩერა ბიზნესოპერატორს, რომელიც ყავის წარმოებისას, მარცვლებთან ერთად, მოხალულ ბარდას იყენებდა.

სეს-ის განმარტებით, ბიზნესოპერატორი ყავის წარმოებას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა დასახელებით, „ვილა“ და „ვილა გოლდი“.

სეს-ის ცნობით, გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

616376397-1232839435611782-4187244935828268655-n-1768901492.jpg

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყავის საწარმოში — შპს „ტრეიდერი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქვალონის №1, ს/კ 404505905) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ყავის წარმოებას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) დასახელებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“. აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა. პროდუქცია იყიდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში.

616571675-1232839412278451-3413701352580083263-n-1768901504.jpg

შემოწმების პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“ აქტიურად ერთვება პაციენტთა კმაყოფილების კვლევაში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი