შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციას 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე – online.naec.ge – 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
აუცილებელია, კანდიდატებმა 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის).
2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და ასევე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად გაეცნონ სიახლეებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციას 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. 17 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შეფასებისა-და-გამოცდები-4/
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციას 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-4/
sheniekimi.ge/ambebi
