სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაფოტო/ვიდეო - „შეუსრულებელ 20-წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო. ჩვენ სულ სხვანაირად გვინდოდა აგღვენიშნა...

ფოტო/ვიდეო – „შეუსრულებელ 20-წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო. ჩვენ სულ სხვანაირად გვინდოდა აგღვენიშნა ეს დღე, მაგრამ სულ სხვანაირად მოხდა ყველაფერი. ძალიან მიჭირს…“-ლიკა კუჭუხიძე

სამტრედია–აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 18 წლის ლიკა კუჭუხიძე, რის გამოც იგი უკვე რამდენიმე თვეა მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია.

მძიმედ დაშავებულმა ლიკა კუჭუხიძემ შეიტყო, რომ მისი მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი ავარიას ემსხვერპლა.

ბაჩო ლასარეიშვილს 20 წელი შეუსრულდა. ლიკა სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს:

„შეუსრულებელ 20-წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო. ჩვენ სულ სხვანაირად გვინდოდა აგღვენიშნა ეს დღე, მაგრამ სულ სხვანაირად მოხდა ყველაფერი. ძალიან მიჭირს, შენზე წარსულში საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ გამაძლიერებ ზეციდან. შენ ხარ ჩემი მარადიული სიყვარული. როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ ხომ მხოლოდ ერთად ყოფნას ვნატრულობდით. გპირდები, რომ ჩვენი სიყვარული გახდება მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული. უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო, ჩვენს მარადიულ სიყვარულზე. იმდონემდე გიყვარდი გარდაცვალების დროსაც, რომ მე გახსოვდი, “ლიკას მიმიხედეთო,, რამხელა ტკივილს იგრძნობდი მაგ დროს, წარმოდგენაც არმინდა ცხოვრება. როგორ დახუჭე შენი მოციმციმე ლამაზი თვალები. შენს სულს ვენაცვალე მე, შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო სიყვარულო“, – წერს ლიკა კუჭუხიძე.

  როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი