სამეფო ტორტი ფქვილის გარეშე

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ მშვენიერ ტორტზე, რომლის შემადგენლობაშიც არცერთი გრამი ფქვილი არაა, სამაგიეროდ ნახევარი კილო სასარგებლო თხილი, ჰაეროვანი ბეზე და მსუბუქი კრემია კაკაოსთან ერთად. ეს გახლავთ სამეფო ტორტი

სამეფო ტორტი გემრიელი და ვიზუალურად ესთეტიური რომ გამოვიდეს თხილი ძალიან ძლიერად არ დაჭყლიტოთ. გემო უკეთესი იქნება, თუ ბირთვს მშრალ ტაფაზე მსუბუქად შეწვავთ. საგუდაგულოდ აარჩიეთ კვერცხი: მაქსიმალურად ახალი. ამ სასწაულის ერთხელ მომზადების შემდეგ, სხვა დესერტი საერთოდ აღარ მოგინდებათ.

ინგრედიენტები

კვერცხის ცილა 10 ც

შაქრის პუდრა 400 გ

ნიგოზი 400-500 გ

- Advertisement -
Ad imageAd image

სახამებელი 2 ს.კ.

კვერცხის გული 10 ც

კაკაოს ფხვნილი 2 ს.კ.

კონიაკი 1 ს.კ.

რძე 100მლ

- Advertisement -
Ad imageAd image

ნაღების კარაქი 200 გ

მომზადება

ცილა აურიეთ 240 გ შაქრის პუდრასთან და ათქვიფეთ მიქსერით. ფრთხილად დააყარეთ სახამებელი და ერთი მიამრთულებით ურიეთ. პორციებად დაუმატეთ ცილის მასას შემწვარი თხილი.

პერგამენტ გახვეულ ჭურჭელში მოათავსეთ მასა და ფრთხილად გაანაწილეთ კოვზით. გაზქურა 200 გრადუსზე გააცხელეთ და მასის მოთავსების შემდეგ, ცეცხლი 180-ზე დაწიეთ. გამოაცხვეთ 20-25 წთ. მან კარამელის შეფერილობა უნდა მიიღოს.

დამდნარი ნაღების კარაქი მსუბუქად ათქვიფეთ და გვერდზე დატოვეთ.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული 160 გ შაქრის პუდრასთან, დაუმატეთ რძე და აურიეთ. წყლიან ჯამში რეგულარული არევისას მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ მოხარშოთ. დააცადეთ გაციება.

გაციებულ კრემს დაუმატეთ ნაღების კარაქი, კაკაოს ფხვნილი საცერის მეშვეობით და კონიაკი. ათქვიფეთ მიქსერით.

მზა მასა 2 ან 3 ნაწილად გაყავით, მოაცალეთ პერგამენტი. მორიგეობით წაუსვით კრემი ყველა ფენას. დააყარეთ ის დაფხშვნილი ნაწილებით, რომლებიც მისი მოჭრისას მოგრჩათ.

ფენას პერგამენტი კოვზით გამოცხობისთანავე მოაცალეთ, სანამ ცხელია. მორთეთ დაფხშვნილი შოკოლადით, თხილით და ქოქოსის ფანტელებით.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სამეფო ტორტი ფქვილის გარეშე. 5 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სამეფო-ტორტი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi