ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებირა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს საახალწლო სუფრის მიღმა – როგორ უნდა შევარჩიოთ ახალი...

რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს საახალწლო სუფრის მიღმა – როგორ უნდა შევარჩიოთ ახალი ხორცი, ნატურალური თაფლი, არაფალსიფიცირებული ყველი და ჯანსაღი თხილეული

 რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს საახალწლო სუფრის მიღმა | ობიანი და დაზიანებული ნიგოზი და თხილი

სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს იმ წესებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც საახალწლოდ სხვადასხვა პროდუქტის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ:

„საახალწლო დღეებში მოსახლეობა ოჯახებში ხშირად იმარაგებს სხვადასხვა სურსათს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტის სწორად შერჩევა. თხილი, ნიგოზი და ჩირი ამ პერიოდში ძალიან მოთხოვნადია, თუმცა მათთან დაკავშირებით გარკვეული რისკებიც არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე აფლატოქსინებია — მავნე ნივთიერებები, რომლებიც ობის გაჩენის შედეგად წარმოიქმნება. თუ თხილეულს უსიამოვნო, მძაღე გემო აქვს, ეს შეიძლება სოკოვანი პროცესების დაწყებაზე მიუთითებდეს, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშ მიკოტოქსინებს წარმოქმნის.

შესაძლებლობის შემთხვევაში, უმჯობესია პროდუქტი დაფასოებულ მდგომარეობაში შევიძინოთ, რადგან ღიად განთავსებული თხილეული შეიძლება ფიზიკურადაც იყოს დაბინძურებული, მაგალითად, მტვრის ნაწილაკებით. თუ მაინც ღია პროდუქტის ყიდვას ვარჩევთ, აუცილებელია ყურადღებით დავათვალიეროთ მისი ფერი, სუნი და საერთო მდგომარეობა, რათა თავიდან ავიცილოთ რისკები.

ცხელ ჩაიში მოთავსებით არა მარტო თაფლი, არამედ ლიმონიც კი, უმეტეს სასარგებლო თვისებებს კარგავს. უმჯობესია, მდუღარეში არ მოვათავსოთ. შეგრილებულში მოვათავსოთ, რომ სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს.

რაც შეეხება თაფლის გარჩევას, ცოტა რთულია – რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, თეფშზე დასხმისას მალევე არ უნდა გაიშალოს, სქელი უნდა იყოს. ასევე, ფალსიფიცირებულთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განმასხვავებელი აქვს – ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, რომ თაფლი შაქრდება, კრისტალდება. ეს პირიქით ნიშნავს, რომ თაფლი ნატურალურია. ქილა თბილ წყალში უნდა მოვათავსოთ, გავალღოთ და პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდება.

ხორცი და ხორცპროდუქტები ორგანიზებულ ადგილას უნდა შევიძინოთ. ისეთ ადგილას, სადაც სახელმწიფო კონტროლი მიმდინარეობს. თუ გარევაჭრობის ადგილებში იყიდება, იქ სახელმწიფო კონტროლი ვერ ხორციელდება და შესაძლებელია, იქ საქონლის, ღორის, ცხენისა და ვირის ხორცი შეგვხვდეს. ამ ხორცის გარჩევა ძალიან რთულია. გარჩევა მხოლოდ გამოცდილ ვეტერინარს ან ლაბორატორიას შეუძლია. ამიტომ, პირველ რიგში, ხორცი ორგანიზებულ ადგილას უნდა შევიძინოთ. უფლება გვაქვს, ხორცის წარმომავლობის დოკუმენტი, შენახვის ვადები მოვითხოვოთ.

  23 ნოემბერს გიორგობა აღინიშნება - საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

ღორის ხორცს ვარდისფერი ფერი უნდა ჰქონდეს, ლორწოვანი გარსით არ უნდა იყოს გამოყოფილი იმიტომ, რომ ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ხორცი გაფუჭებისკენ მიდის. თითის დაჭერით, პირვანდელ სახეს უნდა უბრუნდებოდეს. ასევე, ქაღალდის ხელსახოცს რომ დავაფენთ, მშრალი უნდა ავიღოთ და ზედ არ უნდა დაეკრას. პლიუს-განყოფილებიან მაცივარში ხორცი 48 საათის განმავლობაში შეგვიძლია, შევინახოთ. თუ მალევე ვერ ვამზადებთ, უმჯობესი იქნება, გავყინოთ და ვადა ასე გავუხანგრძლივოთ. გაყინულ მდგომარეობაში, ვადა, საშუალო პერიოდი, 1-დან 2 თვემდეა. 3 თვეც შეიძლება, გაყინული იყოს, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებლები იკლებს. სასურველია, ხორცი გავრეცხოთ.

თევზს ყველაზე რთული მოწამვლა აქვს იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ თევზში პათოგენური ბაქტერიები არსებობს, ასევე შეიძლება, პარაზიტებიც არსებობდეს. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად შევიძენთ, რამდენად სანდო ადგილია და რამდენად კონტროლდება ეს პროცესები. თევზის შეძენისას, უნდა დავაკვირდეთ, რომ თვალები არ ჰქონდეს “ამღვრეული”. ლაყუჩები შიგნიდან გამუქებული არ უნდა იყოს. ვარდისფერი ფერი უნდა ჰქონდეს.

ყველის შემთხვევაში, ეტიკეტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არსებობს ყველის მსგავსი პროდუქტი, რომელიც რძის ფხვნილის ბაზასა და მცენარეულ ცხიმზეა დამზადებული. ასეთ პროდუქტს ყველი არ უნდა ეწოდოს. აუცილებლად ყველის სახელი უნდა ეწეროს – მაგალითად, “იმერული”, “ქარხნული”, “სულგუნი” და ასე შემდეგ.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.