კვირა, თებერვალი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს: „ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა“

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს: „ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა“

ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა „საქართველოსთვის“ ინიციატივა, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რათა შესწავლილ იქნას მშვიდობიანი პროტესტების დარბევის დროს მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, BBC-ის ცნობებზე დაყრდნობით.

„ქართულ ოცნებას“ ეშინია საჯარო გამოძიების, ვინაიდან ის გამოააშკარავებს ვინ გასცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, და გარდაუვალად მიგვიყვანს იმის დადგენამდე, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრისა და მინისტრის მოადგილის გვერდის ავლით.

მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ კმაყოფილია ოთხდღიანი „გამოძიების“ შედეგებით, როდესაც „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებაზე გამჭვირვალე ფორმით სიმართლის დასადგენად, ფაქტების დადგენის ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა“, – წერს გახარია.

  მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი