რა ღირს ქართული ლოკოკინა – ერთი ადამიანის მიერ თვეში შეგროვებული ლოკოკინების რაოდენობა საშუალოდ 150–200 კილოგრამს აღწევს

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ერთი ადამიანის მიერ თვეში შეგროვებული ლოკოკინების რაოდენობა საშუალოდ 150–200 კილოგრამს აღწევს. ამის შესახებ მანავში მოქმედ ლოკოკინების შემგროვებელ პუნქტში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ლოკოკინების შეგროვება ყველაზე აქტიურად გაზაფხულზე მიმდინარეობს, ხოლო შეგროვებული პროდუქცია დამუშავების შემდეგ საფრანგეთში ექსპორტდება.

პუნქტის წარმომადგენლების თქმით, ლოკოკინების სეზონი მარტის ბოლოს იწყება და აპრილ–მაისში პიკს აღწევს. მათი შეფასებით, გასული წელი საკმაოდ წარმატებული იყო როგორც მოთხოვნის, ისე რეალიზაციის მხრივ, ხოლო მიმდინარე წელს კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს ელოდებიან.

როგორც ცენტრში განმარტავენ, ერთი შემგროვებელი მაქსიმუმ 200 კილოგრამამდე ლოკოკინას აგროვებს თვეში, ხოლო ერთ კილოგრამზე ფასი დაახლოებით 1 ლარს შეადგენს. შემდგომ პროდუქტი გადის შესაბამის დამუშავებას და იგზავნება საფრანგეთის ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ–ოქტომბერში ქვეყნიდან 531 ტონა ლოკოკინა გავიდა, რომლის ღირებულებამ 2.224 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 248 ტონას და 1.533 მილიონ დოლარს უტოლდებოდა.

ცნობისთვის, ქართული ლოკოკინები უცხოეთის ბაზარზე პირველად 2022 წელს გავიდა — მაშინ ექსპორტმა 44.3 ტონა და 263.5 ათასი დოლარი შეადგინა. 2023 წელს კი, იანვარ–ოქტომბრის მონაცემებით, უკვე 137.2 ტონა ლოკოკინა გაიყიდა, ჯამური ღირებულებით 1.208 მილიონი დოლარი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რა ღირს ქართული ლოკოკინა – ერთი ადამიანის მიერ თვეში შეგროვებული ლოკოკინების რაოდენობა საშუალოდ 150–200 კილოგრამს აღწევს. 16 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-ღირს-ქართული-ლოკოკინა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi