Forbes: მასკი გახდა ისტორიაში პირველი მილიარდერი, რომლის ქონებამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და შესაძლოა ტრილიონერი გახდეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება 168 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 677 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მასკის წილი კომპანია SpaceX-ში (42%) სატენდერო წინადადების შემდეგ 336 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. SpaceX-ის ორმა ინვესტორმა გამოცემას განუცხადა, რომ კომპანიის ღირებულება 800 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა აგვისტოში ის 400 მილიარდი დოლარი იყო.

Forbes-ის მტკიცებით, ამრიგად, მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპანია SpaceX-მა 2026 წელს საკუთარი აქციები გასაყიდად საჯაროდ გაიტანა. მოსალოდნელია, რომ კომპანიის ღირებულება 1,6 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. თუ ეს ასე მოხდება, მასკი, შესაძლოა, ტრილიონერი გახდეს.

როგორც Forbes-ი წერს, ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მასკს კომპანია Google-ის თანადამფუძნებელი ლარი ფეიჯი მოჰყვება, რომლის ქონება 253,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). Forbes: მასკი გახდა ისტორიაში პირველი მილიარდერი, რომლის ქონებამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და შესაძლოა ტრილიონერი გახდეს. 16 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/forbes-მასკი-გახდა-ისტორიაში-პი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi