სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში - თოვლმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია - რამდენიმე...

რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში – თოვლმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია – რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზიანა

ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის შედეგად მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა დაახლოებით, 0,5 მეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში 5-10 სანტიმეტრია.

ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა თოვლის საფარისგან გაწმენდილია, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სასოფლო გზები.

ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. გზებზე მოძრაობა შესაძლებელია ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში – მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

სტიქიას ებრძვიან კახეთში გუშინდელი ღამის შემდეგ – ძლიერმა ქარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზიანა.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, მოგლეჯილია ხეები და აბონენტთა ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიყენებულ ზარალს კომისია შეისწავლის.

ძლიერმა ქარმა შიდა ქართლშიც შექმნა პრობლემები. მოგლეჯილია ხეები. ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებლებს და ადმინისტრაციულ შენობებს, მათ შორის ხაშურის სამუსიკო სკოლას. ვითარებას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

“სალიკვიდაციო სამუშაოები ყველა უწყების ჩართულობით მიმდინარეობს, როგორც ელექტროენერგიის აღდგენითი ისე ბუნებრივი აირის აღდგენითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების მხრიდან ზარალის დადგენა”, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა სიმონ გულედანმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  1 წუთში 25 სწორი პასუხი - გაიცანით მეათეკლასელი ვანელი მოსწავლე, რომელმაც შესანიშნავი შედეგი აჩვენა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი