ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ჩვენი მიზანია საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, ჩვენი ამოცანაა დიპლომის...

„ჩვენი მიზანია საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება“-პრემიერი

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი რეფორმის გატარება.

„სრული არჩევანი აქვს სტუდენტს – თუ უნდა, ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტში, შეუძლია, ჩააბაროს. ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება. დღეს არ არის უზრუნველყოფილი ხარისხის თანაბრობა. საქართველოში დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ამით არის უკვე ყველაფერი ნათქვამი. ჩვენნაირ ქვეყანაში, 4-მილიონიან ქვეყანაში, თან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როცა მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, ამით ყველაფერი ნათელია. მეტი ჩაღრმავებაც კი არ დასჭირდება ამას. ჩვენი მთავარი მიზანი შიდა კონკურენცია არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვიყოთ კონკურენტული. დღეს პრობლემა ნახეთ რა არის, როდესაც გყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი, აპრიორი განწირული ხარ იმისთვის, რომ წესიერი გუნდი ვერ გეყოლება. არ შეიძლება, გყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე. თუ გყავს 11 კარგი ფეხბურთელი, უნდა შექმნა 1 ან მაქსიმუმ 2 გუნდი. ჩვენ ვაკეთებთ რას, რომ გვყავს 11 კარგი ფეხბურთელი და 64 გუნდი გვაქვს შექმნილი. ჩვენთვის შიდა კონკურენცია კი არ არის მთავარი, ჩვენთვის მთავარია კონკურენცია საერთაშორისო მასშტაბით, რათა საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების მიღება. გეტყვით, რა ვითარებაა დღეს, მაგალითად იურიდიულ ფაკულტეტზე, ზეპირად ვიცი, თსუ-ში საშუალო დონის განათლებას ვაძლევთ სტუდენტს, ამაზე დაბალია სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, საშუალოზე დაბალია ის იურიდიული განათლება, რომელსაც ისინი იღებენ. კიდევ ერთხელ, 11 კარგი ფეხბურთელი თუ გყავს, არ შეიძლება შექმნა 3, 5 და მით უმეტეს 64 გუნდი. ეს არის დღევანდელი სისტემა და ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. ვის არ მოსწონს ეს რეფორმა – ვინც ხელს ითბობს იმ სიმახინჯეზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული. მთავარი შედეგია, რომ ქართველი სტუდენტი სათანადო დონის განათლებას ვერ იღებს საქართველოში. ეს უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაულია – ყველაფერი რაც ამ დღესასწაულის შესახებ უნდა ვიცოდეთ

პრემიერის თქმით, მთავარი შიდა კონკურენცია არ არის, მთავარია მაღალი ხარისხის განათლება.

„ჩვენ გვაქვს, მაგალითად საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში და გვაქვს კარგი შიდა კონკურენცია, იმიტომ, რომ 10 გუნდია და ერთმანეთს ეთამაშებიან, მაგრამ ჩვენთვის ამოცანა ეს კი არ არის, რომ 10 გუნდი ერთმანეთთან თანაბრად თამაშობდეს, ჩვენი მიზანია, გვყავდეს მაღალი დონის გუნდი საქართველოში. ეს არის ჩვენი მიზანი, შიდა კონკურენცია კი არ არის. შიდა კონკურენცია გვაქვს, საქართველოს ჩემპიონატს შეხედეთ, 10 გუნდი ეპაექრება ერთმანეთს და შესანიშნავი კონკურენციაა. თამაშობენ ერთმანეთთან, ხან იგებენ, ხან აგებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ საქართველოში 64 გუნდი ერთმანეთს ეთამაშებოდეს კონკურენტულად, ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის. შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის, მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეფორმის გატარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.