საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ გარეთ გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ
„დღეს გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადით და ატარეთ N95/FFP2 ნიღაბი — დაბინძურება ძალიან საშიშია.“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
დღეს საქართველოში ჰაერის უპრეცედენტო დაბინძურება დაფიქსირდა — PM2.5 ნორმაზე 3.6-ჯერ მაღალია. მიზეზად სახელდება „სამხრეთიდან – არაბეთისა და სინაის უდაბნოდან წამოსული მტვრის მასა“, რომელიც თურქეთის მიმართულებით ამოვიდა და հիմա საქართველოს ქალაქებზეა გადმოწოლილი.
რატომ ხდება ეს ახლა?
• ბოლო დღეებში ძლიერი სამხრეთის ქარია
• ინვერსიის გამო დაბინძურება მიწის ზედაპირზე „ჩაჭედდა“
• ქალაქებში ჰაერი თითქმის არ მოძრაობს
• კლიმატის ცვლილებით რეგიონში მტვრის ბურუსები უფრო ხშირი ხდება
დაზარალებული ქალაქები:
თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი – პრაქტიკულად ყველა დიდი ქალაქი.
მტვერი მოგვიანებით ჩრდილოეთ კავკასიას გადაესვლება.
ამის მნიშვნელობა ყველას არ ესმის:
PM2.5 არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიში ნივთიერება — მსგავსი ნივთიერებები საერთაშორისო კლასიფიკაციით “კიბოს გამომწვევი” ჯგუფში კლასიფიცირდება.
ეს ნაწილაკი თმის ღერზე 30-ჯერ პატარაა, გადის ფილტვს და პირდაპირ სისხლში ხვდება — აზიანებს გულს, ტვინს, სისხლძარღვებს.
და იცით, რა „არაფერ შუაშია“ ამ ყველაფერთან?
- კატალიზატორ-მოხსნილი მანქანები
- უკონტროლო მშენებლობები
- მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა
- მწვანე საფარის განადგურება
- მოჭრილი ტყეები
- — უბრალოდ უდაბნოს მტვერია და მეტი არაფერი…
ჯანმრთელობის მოკლე რეკომენდაციები:
• გარეთ აქტივობა – სასურველია შეზღუდოთ
• ქუჩაში – N95/FFP2, სხვა ნიღაბი PM2.5-ს ვერ აჩერებს
• ფანჯრები – დახურული
• სახლში – HEPA ფილტრი თუ გაქვთ
• ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, გულ–ფილტვის პაციენტები – გარეთ არ გავიდნენ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ჰაერის უპრეცედენტო დაბინძურება დაფიქსირდა – „გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოდით და ატარეთ ნიღაბი…” – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9c/
sheniekimi.ge/ambebi
