ახმეტა მდებარეობს კახეთის მხარეში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოს ქვემო დინებასა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან. მუნიციპალიტეტში ხუროთმოძღვრების ბევრი ძეგლია, მათ შორის, თავდაცვითი მნიშვნელობისა: ბახტრიონის ციხე; კვეტერა; ალავერდის მონასტერი; მატნის ცხრაკარას მონასტერი; ცხრაკარას სასახლის კომპლექსი.
10 ისტორიული ძეგლი ახმეტაში
კვეტერა
იგივე კვეტარი ან კუეტერი ისტორიული ციხე-ქალაქია კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. ციხე-ქალაქი მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს მდებარეობს.
ბევრი შთამბეჭდავი სანახაობა გელით – შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და ყველაზე მნიშვნელოვანი – გუმბათოვანი ეკლესია
1968 წელს კვეტერაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, სამუშაოებისას აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა არტეფაქტები, რომლებსაც დუშეთის მუზეუმში ნახავთ. გამორჩეულია შთამბეჭდავი ხედებით.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

არგოხის ყველაწმინდის ეკლესია
სახელწოდებით ყველაწმინდის ეკლესია სოფელ არგოხის სამხრეთით, დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით, მთის კალთაზეა აგებული. ნაგებობა VIII–IX საუკუნეებით თარიღდება და წარმოადგენს მცირე ზომის დარბაზულ ტაძარს (დაახლოებით 5,7×5,7 მ), რომელიც ნატეხი ქვით და კირის დუღაბითაა აშენებული.
ალავერდი
ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანმა VI საუკუნეში დააარსა, ერთ-ერთმა 12 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.

მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
სოფელ მატანში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი XVI საუკუნეშია აგებული. ეს არის გუმბათოვანი ნაგებობა, რომლის ფასადები რიყის ქვასა და ნატეხ ქვას ერთდროულად იყენებს. ქვედა ნაწილში განსაკუთრებით დიდი მასივის ქვებია ჩართული. გუმბათი აგურით არის ნაშენი, ხოლო ტაძარში სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შესასვლელებია მოწყობილი.

ქაჩალაურის ციხე
ქაჩალაურის ციხე-ნაგებობათა ჯგუფი ხევისჭალის ჩრდილო-დასავლეთით, ტყიანი ბორცვის თავზეა განლაგებული. კომპლექსი მოიცავს გალავანს კოშკით, ეკლესიას და რამდენიმე დამხმარე ნაგებობას.
არგოხის მთავარანგელოზის ეკლესია
არგოხის სოფლის ჩრდილოეთით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც XVI–XVII საუკუნეების ფრესკებით ყოფილა შემკული. მოხატულობა ხალხურ-რელიგიურ სტილს მიეკუთვნება. საკურთხეველში გამოსახულებები სამ ჰორიზონტალურ ზონად არის დალაგებული: ზემოთ ვედრებაა, შუა რეგისტრში მოციქულები, ქვედაში კი ეკლესიის მამები. შემორჩენილია აგრეთვე დეკორატიული, ტალღის ფორმის ფერადი ხაზები საკურთხევლის სარკმლის გარშემო.
საჩინის გუმბათიანი ტაძარი
ახალდაბასთან მდებარე საჩინის მონასტერი XIV საუკუნის ძეგლია. ტაძარი ჩახაზული ჯვრის ფორმისაა და გუმბათით სრულდება. მარტივად კვადრატულ გეგმარებაში ჩასმულ ნაგებობას სამი შესასვლელი აქვს — ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. გუმბათის ნაწილი შემორჩენილია ფრაგმენტულად. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და ძველად შირიმის კანკელით ყოფილა გამოყოფილი.
ტაძარი მონღოლთა ბატონობის დასრულების შემდეგ აშენებულ პირველ ნაგებობებს შორის ითვლება იმ რეგიონში, სადაც მათი გავლენა ძლიერ იგრძნობოდა.

ახმეტის ლომისის წმ. გიორგის ეკლესია
ქალაქ ახმეტის სამხრეთით, ტყიან გარემოში, დგას ლომისის წმინდა გიორგის კომპლექსი. იგი სამი ერთმანეთზე მიწყობილი დარბაზული ეკლესიისგან შედგება. შუა ნაგებობა X–XI საუკუნეა, გვერდითა ორი კი XIV–XV საუკუნეების დამატებაა.

კურტანიძიეულის წმ. მარინეს კომპლექსი
ხევისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე XII–XIII საუკუნეებით დათარიღებული წმინდა მარინეს სახელობის კომპლექსია შემონახული. 1980 წელს ჩატარდა გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები: გალავანი და კოშკი მოწმენდილ იქნა მცენარეული საფარისგან, გამაგრდა კედლები, აღდგა საპირე წყობა და ლავგარდანი, ასევე განახლდა სარკმლების ჩარჩოები და ჩრდილოეთის შესასვლელი. ეკლესიის გადახურვა კრამიტით განახლდა.
ახმეტის ღვთაების ეკლესია
ახმეტაში მდებარე ღვთაების ტაძარი VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკაა. მას დასავლეთი მხრიდან დამატებული მინაშენი უკავშირდება, რაც ნაგებობის საერთო მოცულობას ზრდის და არქიტექტურულ იერს ახასიათებს.


