ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპარლამენტის აპარატი საპარლამენტო ჟურნალისტის სააკრედიტაციო განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის აპარატი საპარლამენტო ჟურნალისტის სააკრედიტაციო განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის აპარატი საპარლამენტო ჟურნალისტის სააკრედიტაციო განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2026 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები დაინტერესებული მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირებმა 2025 წლის პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.

„საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად დაინტერესებულმა მედიასაშუალებამ უნდა შეავსოს და წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ დანართი №1-ით გათვალისწინებული განაცხადის ფორმა.

სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს: ჟურნალისტის პირადობის/ბინადრობის მოწმობის ასლი; ჟურნალისტის ფოტოსურათის (ზომა − 3X4) ელექტრონული ვარიანტი; ბეჭდვითი ორგანოს შემთხვევაში – მის მიერ სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში დაბეჭდილ გამოცემათა ეგზემპლარები (მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ბეჭდვით ორგანოზე, რომელიც დაფუძნდა სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე არაუგვიანეს ორი თვისა);

მაუწყებლის შემთხვევაში – მასზე შესაბამისი ავტორიზაციის/ლიცენზიის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მედიასაშუალების სახეობის მიხედვით დასაშვებია შემდეგი რაოდენობის გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო ჟურნალისტის აკრედიტაცია: ბეჭდვითი ორგანოს (გაზეთის, ჟურნალის) შემთხვევაში – არაუმეტეს სამი ჟურნალისტისა; რადიომაუწყებლის შემთხვევაში – არაუმეტეს ორი ჟურნალისტისა;​ ონლაინგამოცემის შემთხვევაში – არაუმეტეს ოთხი ჟურნალისტისა;

ტელემაუწყებლის შემთხვევაში:

ა) საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;

ბ) საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;

გ) სხვა ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 3 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა.

2026 წლისთვის გაცემული საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია იმოქმედებს 2026 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

სააკრედიტაციო განაცხადი მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირმა უნდა წარადგინოს შემდეგ მისამართზე: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი, ან გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: contact@parliament.ge“,- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

  გამოკითხეს იმ კომპანიის დირექტორი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოს მანქანები ჩამოუყვანა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი