კვირა, ნოემბერი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა, 2014 წლიდან დაიწყო და ბოლო წლებში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ სახლი 13 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის 2300 ოჯახი მიმდინარე წელს განსახლდა.

პროგრამის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება და დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

  "ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც" - პატრიარქი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი