კვირა, ნოემბერი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკახა კალაძე ლუკა ძაძამიაზე: ამ ახალგაზრდამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის...

კახა კალაძე ლუკა ძაძამიაზე: ამ ახალგაზრდამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს

კახა კალაძე მედიასთან ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებას გამოეხმაურა.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

„ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მედიის კითხვას, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებში მის მონაწილეობას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შეუცდომელი არავინაა, მან აღნიშნულ ქმედებაზე განმარტებები გააკეთა და ამას მის წასვლასთან კავშირი არ აქვს.

„ყველას გვეშლება ცხოვრებაში, ის ახალგაზრდაა, მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. მის აწმყოზე ყველაფერი გასაგები იყო, მომავალზე – თვითონ ისაუბრებს. არანაირი პრეტენზიები მის მიმართ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან არ ყოფილა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

  საქსტატი – სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 4.4 პროცენტით გაიზარდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი