ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავიდეო: „ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ“ - ნიკა კუბლაშვილმა...

ვიდეო: „ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ“ – ნიკა კუბლაშვილმა მუსიკალურ ფესტივალზე „სულიკო“ გრანპრი მოიპოვა

მომღერალი ნიკა კუბლაშვილი ჩეხეთიდან, კარლოვი-ვარიდან მიმართვას ავრცელებს. ნიკა კუბლაშვილი მუსიკალური ფესტივალის „სულიკო“ გამარჯვებული გახდა.

„პირველ რიგში, მინდა მოგიკითხოთ დიდი სიყვარულით ჩემი მსმენელი და გულშემატკივარი, ვინც ყოველდღიურად უყურებს ჩემს ვიდეოებს და მაფასებს.

გუშინწინ გაიმართა მუსიკალური ფესტივალი „სულიკო“. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ასმათ შანავას, რომელიც პროექტის და ფესტივალის სულისჩამდგმელია. 13 ნოემბერს ჩამოვფრინდით ჩეხეთში, რამდენიმე ტური გავიარე და იყო დასკვნითი ეტაპი. მომანიჭეს გრანპრი და სპეციალური პრიზი. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ გაჩერებას. ჩემმა მაგობარმა იოანე ქართველმა აწარმოა მოლაპარაკებები სამი ქვეყნის წარმომადგნლებთან ტურნესთან დაკავშირებით. გადავდივართ გერმანიაში შემდგომი მოლაპარაკებებისთვის“ –  აღნიშნა ნიკა კუბლაშვილმა ვიდეომიმართვაში.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  თმის საღებავი სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს 60%-მდე ზრდის?! – გიორგი ფხაკაძე განმარტავს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი