ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგანსაკუთრებით მძიმე ვითარება დედაქალაქის რამდენიმე უბანში და რეგიონებშია - ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც...

განსაკუთრებით მძიმე ვითარება დედაქალაქის რამდენიმე უბანში და რეგიონებშია – ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც ჰაერის მტვრით დაბინძურება იწვევს

საქართველოში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასები გავრცელდა. ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია საგანგაშო ნიშნულზეა, განსაკუთრებით მძიმე ვითარება დედაქალაქის რამდენიმე უბანში და რეგიონებშია. სამხრეთიდან მავნე ნივთიერებების ნაკადის შემოსვლა 6 ნოემბრიდან დაფიქსირდა.

გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, პიკი შედარებით გადავლილია, თუმცა, სიტუაცია მაინც საყურადღებო რჩება. ალერგია, პრობლემები გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებში, თვალებზე უარყოფითი ზემოქმედება – ეს იმ ჩივილების ჩამონათვალია, რომლებიც ჰაერში მტვრის შემცველობის გადაჭარბებას ახლავს.

განსაკუთრებულ რისკჯგუფებში ორსულები და მცირეწლოვნები არიან.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი განმარტავს, რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს ამის გამო ჯანმრთელობას.

„არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები. მოკლევადიანი შედეგები შეიძლება იყოს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება, უცებ  წამოხველება, ალერგიული რეაქციების გამწვავება. 

რაც შეეხება გრძელვადიან შედეგებს, თუ ეს დიდი ხანი გაგრძელდა, ბუნებრივია, შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა პათოლოგია, იგივე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ა.შ.“ – ამბობს პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა — ეროვნული ნაკრების ლეგენდა კარიერას მშობლიურ კლუბში აგრძელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი