სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიუჩვეულო და დახვეწილი გემოს კაშკაშა გარნირი!

უჩვეულო და დახვეწილი გემოს კაშკაშა გარნირი!

გთავაზობთ უჩვეულო გარნირის რეცეპტს. ბრინჯი ჭარხლით მზადდება ვეგეტარიანული ფლავის პრინციპით. მასში დამატებული ღვინო ამყარებს ჭარხლის ფერს, შეგიძლიათ ღვინის ნაცვლად ლიმონმჟავა გამოიყენოთ, ეფექტი იგივე ექნება.

შეგიძლიათ კერძი მოამზადოთ ხორცის ბულიონით. მირთმევის წინ მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი.

ინგრედიენტები:

1 ც ჭარხალი

1-2 კბილი ნიორი

1 ჭიქა ბრინჯი

7-8 ც ზეთისხილი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ჭიქა წყალი(ან ბულიონი)

0,5 ჭიქა წითელი ღვინო

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ზეთში შეწვით წვრილად დაჭრილი ნიორი 30 წამის განმავლობაში.

გახეხეთ ჭარხალი და ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ დაჭრილი ზეთისხილი, 5 წუთში დაუმატეთ ბრინჯი, დაასხით ღვინო და მოურიეთ.

დაასხით წყალი, დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ, დაუმატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით, დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ 30 წუთის განმავლობაში.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

სურვილისამებრ შეგიძლიათ კერძი მორთოთ სეზამით ან ფიჭვის თესლით.

  დესერტების ამ დედოფლის რეცეპტების მიხედვით გამოცხობა წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი