სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესითბილისში ბინები გაძვირდა — როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში

თბილისში ბინები გაძვირდა — როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში

თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევით, სექტემბერში დედაქალაქში 4 011 ბინა გაიყიდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე თვეში გაყიდვებმა 3 557 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ბინების ფასიც. კერძოდ, 1 კვ.მ წელს სექტემბერში საშუალოდ 1 345 დოლარი ღირდა, შარშან იმავე თვეში კი შეწონილი ფასი 1 303 დოლარი იყო.

„2025 წლის სექტემბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,011 შეადგინა, აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.9%-ით გაიზარდა (9 თვეში +0.5% წ/წ).
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 12.6%-ით გაიზარდა (9 თვეში +4.9% წ/წ)”, – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება ძველ და ახალ პროექტებში ფასებს, კვლევის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში პირველად ბაზარზე 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 345 დოლარი იყო.

ამავე პერიოდში მეორად ბაზარზე ძველ პროექტებში 1 კვ.მ 1 163 დოლარი ღირდა, ხოლო მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში პროექტებში საშუალო შეწონილი ფასი 1 310 დოლარი იყო.

წყარო

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  „ახლა კი ვიცინი, მაგრამ სასწაულად გადავრჩი. სრულიად დაფშვნილი მანქანიდან უნაკაწროდ გადმოვედი, საღ-სალამათი, აბსოლუტურად არანაირი დაზიანება არ მქონდა…“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი