კვირა, მაისი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები და როდიდან დაიწყება განათლების სისტემაში ცვლილებები

გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები და როდიდან დაიწყება განათლების სისტემაში ცვლილებები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა და რამდენიმე სხვადასხვა საკითხი გამოყო. მისი თქმით, რეფორმა 4 წელზეა გათვლილი და პირველი ეტაპი და ნაბიჯები, შედეგების თვალსაზრისით, ხელშესახები, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ იქნება.

სასკოლო რეფორმა:

– სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებით, უახლოეს კვირებში შესაბამის პრეზენტაციას გავაკეთებთ და ვიმსჯელებთ. რეალურად ვფიქრობთ, რომ 11 კლასი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სრული ზოგადი განათლება მივცეთ. პროგრამისა და სასწავლო სახელმძღვანელოების არსებითად შეცვლას ვაპირებთ. შარშან სამინისტროსა და პარლამენტის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა დოკუმენტი, რომელსაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჰქვია და რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ამ დოკუმენტში ის ძირითადი ღირებულებებია, რომლებზეც უნდა იყოს ორიენტირებული როგორც სახელმძღვანელოები, ასევე სასწავლო მეთოდოლოგია და პროცესი. ამ ღირებულებებს თუ ჩავხედავთ, ის აბსოლუტურად განსხვავებულია იმ ღირებულებებისგან, რაც მის წინამორბედ დოკუმენტში ეწერა, რომელიც 2004 წელს მიიღეს. ის ძირითადად ლიბერალურ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. ახლა ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა ორიენტირებული. ამიტომ, ახალი სტანდარტის პროექტი მოვამზადეთ და პედაგოგებს უნდა ვაჩვენოთ, პროგრამაში, კლასების მიხედვით, რა მასალებია გათვალისწინებული. გვინდა, ახალი სახელმძღვანელოების მომზადება დავიწყოთ, ჩვენი მიზანია, რამდენიმე კლასისთვის უკვე შემდეგი წლიდან პირველი სახელმძღვანელოები გვქონდეს. 2-წლიან ციკლში კი ყველა კლასთან მთლიანად დავამთავროთ.

11 კლასი საკმარისია, რომ მოსწავლეს სრული ზოგადი განათლება მივცეთ. ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს. 11-წლიანი სწავლება ევროპაში სწავლის გაგრძელებას არ აფერხებს. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში, ახალგაზრდამ კიდევ ერთი წელიწადი ევროპის რომელიმე სკოლაში უნდა ისწავლოს. ამავდროულად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება უნდა, მათთვის რაიმე ალტერნატივა შევიმუშაოთ. ერთი მომენტიცაა, რასაც მგრძნობიარედ ვუყურებთ. ის ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლებლად მიემგზავრებიან, ბევრი მათგანი უკან არ ბრუნდება. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ეს დამაზიანებელია იმიტომ, რომ ის ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ, გვინდა იმისთვის, რომ დაბრუნდნენ და თავიანთ ქვეყანაში გამოიყენონ. გვინდა, აქ უზრუნველვყოთ ისეთი ხარისხიანი განათლება, რომ ბევრ ახალგაზრდას უცხოეთში წასვლის სურვილი არ ჰქონდეს.

11-წლიან სწავლებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამასაც სულ მცირე 2-წლიანი პერიოდი მაინც დასჭირდება. პედაგოგები ახალი პროგრამის მიხედვით უნდა გადავამზადოთ, ახალი სახელმძღვანელოები შევქმნათ და საკმაოდ გაჯერებული პროცესია, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. გვაქვს სრული მზაობა, რომ ნებისმიერი არგუმენტირებული წინადადება მოვისმინოთ და იმის მიხედვით გადაწყვეტილება მივიღოთ.

  დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება - რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ:

– ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართ საზოგადოების ძალიან მაღალი სანდოობაა. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე საკითხი იმის თაობაზე, რომ ეროვნული გამოცდები გადაიხედება და მას სხვა ტიპის გამოცდები ჩაანაცვლებს, დღის წესრიგშიც კი არ დგას. ამიტომ, იმ სისტემით, რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჰქვია, ახალგაზრდების ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობის მიცემას ვაგრძელებთ. წლევანდელმა წელმაც დაადასტურა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები საკმაოდ მაღალი სტანდარტით ჩატარდა. საზოგადოების მხრიდან ნდობა ძალიან მაღალია.

გივი მიქანაძემ ისიც თქვა, რომ სასკოლო რეფორმის შესახებ უფრო დეტალურად რამდენიმე კვირაში ისაუბრებენ.

საუნივერსიტეტო რეფორმა:

გივი მიქანაძე ამბობს, რომ თბილისთან ერთად, სტუდენტები დიდი რაოდენობით ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც უნდა გადანაწილდნენ და რეგიონულ უნივერსიტეტებს კონკრეტული მიმართულება ჰქონდეთ:

– სტატისტიკური მონაცემები გვეუბნება, რომ სტუდენტების 85% დედაქალაქშია. 15% არის კონცენტრირებული ქუთაისსა და რეგიონებში. 5 რეგიონული უნივერსიტეტი გვაქვს – ესენია, ზუგდიდის, ბათუმის, ახალციხის, თელავისა და გორის უნივერსიტეტები. ქუთაისში ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი გვაქვს. ესენია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენი მიზანია, რომ თბილისთან ერთად, დეკონცენტრაციისა და ბალანსის მეტ-ნაკლებად დაცვის მიზნით, ქუთაისი მეორე საუნივერსიტეტო ჰაბად გავხადოთ. შესაბამისად, დატვირთვა თბილისიდან ნაწილობრივ ქუთაისში გადავიტანოთ. ამავდროულად, ჩვენი მიზანია, 5 რეგიონული უნივერსიტეტი გავაძლიეროთ და მათ შედარებით ვიწროპროფილური დატვირთვა მივცეთ. როდესაც ბაზრის მოთხოვნილებებს ზოგად კონტექსტში ვუყურებთ, ყველაზე მეტად აგრარული სექტორისა და პედაგოგების მომზადების მიმართულებით მოთხოვნები იკვეთება. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს 5 უნივერსიტეტი ძირითადად ამ მიმართულებით უნდა იყოს დატვირთული. თუმცა, შესაძლებელია, სადღაც მცირე სხვა მიმართულებაც დაემატოს. მაგრამ, ძირითადი დატვირთვა თბილისსა და ქუთაისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებზე უნდა მოდიოდეს. რუსთავის ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ქალაქში გადავადგილდებით და სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობებს ვხედავთ, სამწუხარო, გარედანაც, ვიზუალურად ვხედავთ, ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მოძველებულია და ამაზე ვმუშაობთ… სრულად

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფები - გადაწყვეტილება ცნობილია

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.