მეცნიერებმა რომაული გზების ციფრული რუკა შექმნეს – გზების საერთო სიგრძე 300 ათას კილომეტრს შეადგენს

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

მეცნიერებმა რომაული გზების მთელი სისტემის დეტალური ციფრული რეკონსტრუქცია შექმნეს. გზების საერთო სიგრძე 300 ათას კილომეტრს შეადგენს. ქსელი 50%-ით უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე სპეციალისტებს აქამდე ეგონათ. კვლევა ჟურნალში Scientific Data გამოქვეყნდა.

პროექტი ჩვენი წელთაღრიცხვით 150 წელს არსებულ მარშრუტებს მოიცავს. რუკის შექმნაზე ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ. მკვლევრებმა გამოიყენეს რომაული რუკების ისტორიული ასლებისა და 8 ათასზე მეტი მილიარიუმის (მანძილის აღმნიშვნელი სვეტი) მონაცემები. ძველი საკომუნიკაციო გზების კვალის გამოსავლენად, მათ დამატებით შეისწავლეს გვიანი ისტორიული რუკები, აეროფოტოგადაღება და თანამედროვე სატელიტური სურათები.

მონაკვეთებზე, სადაც გზების ფიზიკური კვალი არ იყო შემორჩენილი, მეცნიერებმა მილიარიუმები და სხვა არქეოლოგიური მტკიცებულებები ცნობილი მილის სვეტები შეაერთეს. ამგვარად, მათ რელიეფის თავისებურებების გათვალისწინებით ყველაზე სავარაუდო მარშრუტები გაიყვანეს.

კვლევის თანახმად, კარგად შესწავლილი და ზუსტად დოკუმენტირებული გზების რაოდენობა 3%-ზე ნაკლებია. დაახლოებით 90%-ს „სავარაუდო ქსელები“ შეადგენს, რომლებიც დასახლებების, სვეტებისა და სხვა არქეოლოგიური აღმოჩენების მდებარეობაზეა დაფუძნებული. დარჩენილი ნაწილი არის „ჰიპოთეტური გზები“, რომლებიც, როგორც მიიჩნევა, ძველ ქალაქებს აერთიანებდნენ. მათი არსებობის მატერიალური მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი.

ციფრული რუკა არქეოლოგებს საშუალებას მისცემს, უფრო ზუსტად გამოთვალონ რომის ეპოქაში მოგზაურობის დრო, რაც მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და სამხედრო კამპანიების ორგანიზების შესასწავლად.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეცნიერებმა რომაული გზების ციფრული რუკა შექმნეს – გზების საერთო სიგრძე 300 ათას კილომეტრს შეადგენს. 12 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერებმა-რომაული-გზებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi