ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, 10:00-დან 20:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეზღუდვა შეეხება ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთს. გარდა ამისა, გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის მარჯვნივ მოხვევა აიკრძალება. გადაადგილება ასევე შეიზღუდება ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.

„შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება კოტე აფხაზის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედანზე და შემდეგ, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩით საშუალებით იმოძრავებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება. 12 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ასი-ათასი-მოწამის-ხსენებ/

  ზოდიაქოს 6 ნიშანი წლის ბოლომდე დიდ წარმატებას მიაღწევს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi