ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდი+25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

+25 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება.

ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების მიზნით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი