ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტებმა ფიცი დადეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“, ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე რეზერვისტებს სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. მან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ტერიტორიული რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამჯერად, ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს შეუერთდა ქვეყნის ასამდე მოქალაქე, მათ შორის უმეტესობა სტუდენტები არიან. სამხედრო ფიცის მიღებამდე, მათ საბრძოლო და საცეცხლე მომზადება გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. გამოვლინდნენ მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტები, რომლებსაც ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ. სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, სამხედრო ხელმძღვანელები და ინსტრუქტორებიც დაჯილდოვდნენ.

ფიცის დადების შემდეგ, რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის 201-ე, 202-ე, 204-ე და 205-ე ბატალიონებში განაწილდებიან.

კითხვის გაგრძელება

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტებმა ფიცი დადეს. 9 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტერიტორიული-თავდაცვის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi