პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავარსკვლავთშორისმა ობიექტმა 3I/ATLAS-მა მზესთან გავლისას ფერი შეიცვალა და აჩქარდა - გამოკვეთილი ლურჯი...

ვარსკვლავთშორისმა ობიექტმა 3I/ATLAS-მა მზესთან გავლისას ფერი შეიცვალა და აჩქარდა – გამოკვეთილი ლურჯი ელფერი შეიძინა

NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა მზის სისტემაში მოძრავი ვარსკვლავთშორის კომეტის 3I/ATLAS უჩვეულო მახასიათებლები აღმოაჩინა.

მანჰეტენის კუნძულის ზომის ობიექტი უჩვეულოდ აჩქარდა, რაც ზეციური სხეულების გრავიტაციული ზემოქმედებით არ აიხსნება.

ამასთან, როდესაც კომეტა მზისგან 277 მილიონი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა, კოსმოსურმა ზონდებმა ობიექტის სიკაშკაშის მკვეთრი ცვლილება დააფიქსირეს. სპექტრულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სხეულმა გამოკვეთილი ლურჯი ელფერი შეიძინა, რომელიც არსებითად განსხვავდება მზის სპექტრისგან. ეს ანომალია აშშ-ის საზღვაო კვლევების ლაბორატორიის მონაცემებმაც დაადასტურა.

კომეტამ აღმოჩენის შემდეგ ფერი უკვე მესამედ შეიცვალა. ობიექტის ტრაექტორია მზის სისტემის შიდა რეგიონზე გადის. დედამიწას ის მაქსიმალურად 19 დეკემბერს მოუახლოვდება, დაახლოებით 267 მილიონი კილომეტრის მანძილზე. სწორედ ამ დროს სახმელეთო ტელესკოპებს მასზე დეტალურად დაკვირვების საშუალება ექნებათ.

სპეციალისტების თქმით, 3I/ATLAS-ი მესამე ვარსკვლავთშორისი ობიექტია დაკვირვებების ისტორიაში და დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

  ქრისტინე იმედაძის შვილის ნამღერმა სოციალური ქსელი აღაფრთოვანა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი