საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი კრწანისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობის და მახათას მთაზე პროექტ „ჯარის ქალაქის“ მეორე ეტაპის განხორციელების პროცესს გაეცნენ. მათ სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პასუხისმგებელი პირებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს.

კრწანისში უკვე აშენდა, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა კორპუსებს, სადაც კადეტებისთვის ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასწავლებლის ადმინისტრაცია და ლაზარეთი განთავსდება. მოეწყო სამწყობრო მოედანი და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ლიცეუმის ტერიტორიაზე დასკვნით ფაზაშია შიდა კომუნიკაციების გაყვანის და კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულების შემდეგ, სასწავლებელი 350-მდე კადეტის მიღებას შეძლებს.

განაგრძეთ კითხვა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 30 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-თავდაცვის-ძ-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi