პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები პირველ დეკემბერს დაიწყება და 3 დეკემბერს დასრულდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საგამოცდო ცენტრები თბილისსა და ქუთაისში გაიხსნება.
იხილეთ მისამართები:
- სსიპ – ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. N38 (გლდანი, მე-5 მ/რ);
- სსიპ – ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, არაყიშვილის ქ. №15.
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დარეგისტრირებული აპლიკანტები ნოემბრის თვეში შეძლებენ. ბარათზე მითითებული იქნება კონკრეტული საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.
მასწავლებლების დამხმარე კრებულები და პროგრამები

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


