ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსასამართლო მოიგო ქალმა, რომლის ადვოკატიც ChatGPT იყო

სასამართლო მოიგო ქალმა, რომლის ადვოკატიც ChatGPT იყო

კალიფორნიაში ქალმა ხელოვნური ინტელექტის (AI) ხელსაწყოები წარმატებით გამოიყენა, რათა რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა მოეგო და ათიათასობით დოლარიანი ჯარიმის გადახდა თავიდან აერიდებინა.

როგორც NBC News აცხადებს, ლინ უაითს სასამართლო ბინის ქირის გადაუხდელობას ედავებოდა. მან თავიდან პროცესი წააგო. ამის შემდეგ, ნაცვლად ადვოკატის აყვანისა, ქალმა კონსულტაციები ChatGPT-ს და Perplexity-თან გაიარა. ეს, როგორც წესი, ძალიან ცუდი იდეა უნდა იყოს, თუმცა NBC-ის თანახმად, ჩატბოტმა მოსამართლის პროცედურულ გადაწყვეტილებში შესაძლო ხარვეზები აღმოაჩინა, რის შემდეგაც უაითს რჩევები მისცა და სამოქმედო გეგმა შეუდგინა.

უაითი ამბობს, რომ იგი AI-ს უზომოდ მადლიერია და ჩატბოტის გარეშე, ალბათ, ამ აპელაციას ვერასდროს მოიგებდა.

აღსანიშნავია, რომ ლინ უაითი ერთადერთი არაა, ვინც სასამართლო AI-ის დახმარებით მოიგო. ნიუ-მექსიკოელმა ბიზნესმენმა, სტეისი დენეტმა, სასამართლო პროცესი ChatGPT-ს გამოყენებით მოიგო. მას გადაუხდელ დავალიანებებს ედავებოდნენ.

“ჩატბოტს ვუთხარი, წარმოედგინა, თითქოს ჰარვარდის სამართლის პროფესორი იყო, მე კი მისი სტუდენტი და ჩემი არგუმენტები იქამდე შეესწორებინა, სანამ დავალებაში სრულყოფილ შეფასებას არ მივიღებდი”, — განუცხადა დენეტმა NBC-ს.

პროცესის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატებმა დენეტს უთხრეს, რომ მისგან შესანიშნავი იურისტი დადგებოდა.

მეორე მხრივ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ AI ხელსაწყოები სასამართლოს ყოველთვის ვერ მოგაგებინებთ. ზოგ შემთხვევაში ჩატბოტები მცდარ ინფორმაციას გვაწვდის, რომელმაც შეიძლება მოცილე მხარეს პრობლემები შეუქმნას.

სხვათა შორის, გასულ კვირაში ნიუ-იორკელი ადვოკატი სასამართლო სხდომაზე AI-ს გამოყენებაში გამოიჭირეს. ირონიულია, მაგრამ თავის დასაძვრენად მან ისევ ხელოვნური ინტელექტის გენერირებული მოხსენება წარადგინა. ხოლო აგვისტოში კალიფორნიელი ადვოკატი AI-გენერირებული სასამართლო აპელაციის წარდგენისთვის 10 000 დოლარით დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ გუგლი მომხმარებლებს მუდმივად აფრთხილებს, ხელოვნური ინტელექტი იურიდიული რჩევების მისაღებად არ გამოიყენონ. მსგავს გაფრთხილებას ილონ მასკის xAI-თანაც შეხვდებით.

როგორც იურისტი რობერტ ფროინდი NBC-თან აცხადებს, მარტივი გასაგებია, რომ კლიენტებს ხშირად ადვოკატის აყვანას ჩატბოტების გამოყენება ურჩევნიათ, თუმცა გაცილებით მიუღებელი ის ფაქტია, რომ ხშირად თავად ადვოკატებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.

  სნაიპერებმა ვერტმფრენიდან 700-ზე მეტი კოალა მოკლეს - რა ხდება ავსტრალიაში

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი