აიურვედა — ათასწლოვანი მეცნიერება სხეულის, გონებისა და ჰარმონიის შესახებ – გიორგი ფხაკაძე

აიურვედა — ათასწლოვანი მეცნიერება სხეულის, გონებისა და ჰარმონიის შესახებ
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი (PhD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG):
„აიურვედა არ არის მოდური სიტყვა ან კომერციული ბრენდი. ეს არის ადამიანის ორგანიზმის, ბუნების და ენერგიის ჰარმონიის ათასწლოვანი მეცნიერება, რომელიც გვასწავლის პრევენციას, სიჯანსაღეს და ცნობიერ ცხოვრებას. ამ მემკვიდრეობას სჭირდება პატივისცემა, არა – დამახინჯება.“
აიურვედას ისტორია — სიცოცხლის მეცნიერება
სიტყვა აიურვედა წარმოშობილია ორი სანსკრიტული სიტყვისგან:
„აიუს“ ნიშნავს სიცოცხლეს, ხოლო „ვედა“ — ცოდნას.
შესაბამისად, აიურვედა ნიშნავს „ცხოვრების ცოდნას“ — მეცნიერებას, რომელიც ასწავლის როგორ ვიცხოვროთ გონივრულად, ჯანსაღად და ბუნებასთან თანხვედრაში.
აიურვედის სისტემას დაახლოებით 5000 წელზე მეტი ისტორია აქვს და იგი ჩამოყალიბდა ძველი ინდოეთის სამედიცინო სკოლებში, სადაც სწავლება მიმდინარეობდა წმინდა ტექსტების — ჩარაკა-სამჰიტა, სუშრუტა-სამჰიტა და აშტანგა-ჰრიდაია-ს — მიხედვით.
ეს ნაშრომები მოიცავდა ანატომიას, დიეტოლოგიას, ფსიქოლოგიას, ქირურგიას, ფარმაკოლოგიასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებს. განაგრძეთ კითხვა






