კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოშეხვდებიან თუ არა ამერიკისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს ბუდაპეშტში

შეხვდებიან თუ არა ამერიკისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს ბუდაპეშტში

შეხვდებიან თუ არა ამერიკისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს ბუდაპეშტში? დონალდ ტრამპი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში მიიღებს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უსარგებლო შეხვედრის გამართვა არ სურს.

აუდიენციას, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს ორ კვირაში უნდა შედგეს, წინ ორი ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი უძღოდა.

“როიტერი” წერს, რომ პუტინმა ამერიკელ კოლეგას კომუნიკაციის დასრულების შემდეგ მიაწოდა არაოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მშვიდობის მისაღწევად დასახელებულ წინაპირობებს იმეორებს.

თეთრი სახლისთვის გაგზავნილ პირად კომუნიკეში კრემლი მთელი დონბასის რეგიონზე კონტროლის აღებას ითხოვს, რაც უარყოფს ტრამპის შეთავაზებას, რომ კონფლიქტი არსებული ფრონტის ხაზით გაიყინოს. ასევე “როიტერი” წერს, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მოსკოვის უარია იმის მიზეზი, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  VIDEO: (+18) ზრდილობა იქონიე... - გინება და ფიზიკური დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი