Apple-მა ახალი ბიუჯეტური ტელეფონი iPhone 16e წარმოადგინა, რომელიც iPhone 16-ის ხაზის უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია. ამ მოდელს გააჩნია Apple Intelligence ფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით cbsnews-მა გაავრცელა.
iPhone 16e iPhone SE-ის მემკვიდრეა, რომელიც 2022 წელს გამოვიდა და Apple-ის ბიუჯეტური ტელეფონების ხაზის ნაწილია. iPhone 16e-ის ფასი აშშ-ში $599-დან იწყება, ხოლო სტანდარტული iPhone 16-ის ღირებულება 800 დოლარია. წინამორბედ მოდელი, iPhone SE-ს კი, Apple მომხმარებლებს 430 დოლარად სთავაზობდა. კითხვის გაგრძელება…


