ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„ორსულობის გამო, დედაჩემმა მცემა კიდეც, მამაშენი მოგკლავსო" - 1 000 დოლარად გაყიდული...

„ორსულობის გამო, დედაჩემმა მცემა კიდეც, მამაშენი მოგკლავსო” – 1 000 დოლარად გაყიდული ჩვილის დედის ემოციური აღსარება

“ამ ამბის მოყოლა თამუნა მუსერიძის ემოციურმა ვიდეო მიმართვამ გადამაწყვეტინა. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მინდა მეც გიამბოთ ჩემზე. სულ მეშინია, მეც არ აღმოვჩნდე ერთ დღეს მსგავსი პრობლემის წინაშე და ამას რომ ვაანალიზებ, არ მაქვს პასუხი, არ ვიცი, მაშინ რას გავაკეთებ.

ბევრჯერ მიფიქრია, მე თვითონ დამეწყო ჩემი ბიოლოგიური შვილის მოძებნა, მაგრამ რომ ვაანალიზებ ყველაფერს, მერე ისევ ვჩერდები, ვხვდები, ამდენი წლის შემდეგაც არ ვარ ამისთვის მზად. ამდენი წლის მერეც ვცდილობ გავამართლო ჩემი თუ ჩემი ოჯახის გადადგმული ნაბიჯი. ზოგჯერ ვბრაზდები, ზოგჯერ ვამბობ სხვა გზა არ იყო-მეთქი. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ძნელია, როცა სულ შიშით გიწევს ცხოვრება და არ იცი, რა იქნება ხვალ.

მინდა ჩემი ისტორია გიამბოთ, ოღონდ ერთს გთხოვთ, ამ სტატიის ქვეშ უარყოფით კომენტარებს ნუ დაწერთ, ეს არის ერთი ჩვეულებრივი გოგონას ამბავი, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს და რომელსაც სინდისი აწუხებს.

მას შემდეგ, რაც ამდენ ამბავს ვისმენ, საერთოდ მოსვენება დავკარგე. ვხვდები იმასაც, რომ ეს მარტო მე არ ჩამიდენია და ჩემსავით ბევრი გოგონა აიძულეს გაეშვილებინა თავისი პატარა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი სისუსტის ბრალი იყო. იმ საზოგადოების ბრალი იყო, რომელ საზოგადოებაშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ”, – გვიამბობს ატირებული ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ თავისი ემოციები და ჩვილის გასხვისების საოცარი ისტორია გაგვიზიარა.

– გვიამბეთ თქვენზე.

– ცოტა შორიდან დავიწყებ. გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ოჯახში, სამი და ვართ და მშობლები მზრუნველობას არ მაკლებდნენ. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და რომ დავამთავრე, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. მშობლებმა ბინა დამიქირავეს, მაშინ ეკონომიკურად ძალიან ჭირდა და ჩემთან ერთად ბინაში ჩემი თანაკურსელი გოგო ცხოვრობდა. ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. რადგან ბინის ცალკე დაქირავების საშუალება არც მის მშობლებს ჰქონდათ, ერთად ვიქირავეთ და თანხასაც ვიყოფდით.

  „აიძულებდა ბავშვებს გაეთხარათ საკუთარი საფლავები...“ - ყველაზე სასტიკი პედოფილის საქმე

მშობლები იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. ეს გოგოც იმერელი იყო, ჩვენს მშობლებს საერთო ნაცნობებიც აღმოაჩნდათ და მშვიდად იყვნენ. სოფლის პროდუქტებს გვიგზავნიდნენ და ძირითადად, ამით გაგვქონდა თავი, მაშინ ფულის შოვნა იოლი არ იყო. საბურთალოზე, კერძო სახლში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, კიდევ რამდენიმე ოთახი იყო გაქირავებული და იქაც სტუდენტები იყვნენ… სრულად

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი