კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიდიდი ბელადის აკრძალული წერილები - იყო თუ არა იოსებ ჯუღაშვილი საიდუმლო პოლიციის...

დიდი ბელადის აკრძალული წერილები – იყო თუ არა იოსებ ჯუღაშვილი საიდუმლო პოლიციის აგენტი?!

მე-20 საუკუნის დასაწყისში იოსებ ჯუღაშვილის – „კობა“-„სტალინის“ ცხოვრება ძალიან გასაიდუმლოებული იყო. მისი მაშინდელი თანამებრძოლების თქმით, ის ისე კონსპირაციულად ცხოვრობდა და მოქმედებდა, რომ თვეების განმავლობაში არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი; არ ჰქონდა მუდმივი მისამართი, მხოლოდ მისი მეტსახელი – „კობა“ იყო ცნობილი. დანიშნულ შეხვედრაზე არასოდეს მიდიოდა დათქმულ დროს – ან ერთი დღით ადრე გამოჩნდებოდა, ეტლით მიდიოდა, ტანსაცმელს იცვლიდა და სწრაფად უჩინარდებოდა. ხშირად ინიღბებოდა, ამხანაგებს ტანსაცმელს უცვლიდა, მუდმივად ქუდით დადიოდა და ა.შ.

ერთი შეხედვით, რა ეჭვი უნდა არსებობდეს სტალინის მიერ მეფის რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ ღია და ფარულ ბრძოლებში, თუმცა ვერც მომავალი „დიდი ბელადი“ გადაურჩა მეფის რუსეთის „ოხრანკის“ აგენტ-პროვოკატორად გადაბირება-მუშაობის ბრალდებას. ევროპა-ამერიკაში გაქცეული მისი მოწინააღმდეგენი (განსაკუთრებით – ლევ ტროცკი, ქართველი „მენშევიკები“ და საზღვარგარეთ გაქცეული ყოფილი „ჩეკისტი“ ალექსანდრე ორლოვი გამოირჩეოდნენ) ათწლეულების მანძილზე ავრცელებდნენ „ოხრანკის“ დოკუმენტებს იოსებ ჯუღაშვილის გადაბირებისა და 1902-1917 წლებში რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის სასარგებლოდ მუშაობის შესახებ. მათი მტკიცებით ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი „კობა“ მეოცე საუკუნის დასაწყისში „ოხრანკამ“ გადაიბირა და შემდეგ „ბოლშევიკების“ პარტიაში შეგზავნა, რის შემდეგაც ყველა საიდუმლო ინფორმაცია „ოხრანკისთვის“ წინდაწინ ხდებოდა ცნობილიო. სტალინის ოპონენტები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ მისი ხშირი გაქცევები ციხიდან და გადასახლებებიდან სწორედ „ოხრანკის“ ორგანიზებული იყო, რათა ახალგაზრდა „კობას“ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ავტორიტეტი გამყარებოდაო.

ქვემოთ მკითხველს გავაცნობ რუსეთის სახელმწიფო არქივსა და აშშ-ის იელის უნივერსიტეტში დაცულ სტალინის პოლიტიკური მოღვაწეობისა და პირადი ცხოვრების ამსახველ ორ დოკუმენტს, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს . ესაა სტალინის მიერ „ოხრანკის“ აგენტ რომან მალინოვსკისთვის გაგზავნილი ორი წერილი. 1912 წლის 26 დეკემბერს, მაშინ რუსეთის იმპერიაში შემავალი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიხსნა „ბოლშევიკების“ პარტიის ე.წ. თებერვლის კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ: ლენინი, ზინოვიევი, კრუპსკაია, მალინოვსკი (შეგახსენებთ: „ოხრანკის“ აგენტი-პროვოკატორი), პეტროვსკი, ბადაევი, ლობოვა, მედვედევი, ტროიანოვსკი და „კობა“ (იოსებ ჯუღაშვილი). 1913 წლის იანვრის დასაწყისში ჯუღაშვილი ირჩევს ახალ პარტიულ ფსევდონიმს – „სტალინი“. იმავე წლის იანვრის მეორე ნახევარში იგი ჩადის ვენაში და ლენინის დავალებით წერს ნაშრომს „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“… სრულად

  პირველად აღმოაჩინეს ქარვა დინოზავრების დროინდელი მწერებით

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი